ახალი ამბები
იტალიურის შესწავლა დასაქმების პერსპექტივით
ზემოხსენებული კურსის ფარგლებში მსმენელები შეისწავლიან საქმიანი წერილების შედგენა-თარგმნას, დარგობრივ ენას და გამოიმუშავებენ ყველა იმ უნარს, რაც აუცილებელად მოეთხოვება უცხო ენის სპეციალისტს როგორც საოფისე, ისე ზოგადად ბიზნესის სფეროში საქმიანობისთვის.
კურსის ბოლოს მსმენელს სესაძლებლობა ექნება ჩააბაროს გამოცდა და მიიღოს ორი სახის სერტიფიკატი, კერძოდ, ადგილობრივი ან საერთაშორისო სერტიფიკატი PLIDA COMMERCIALE, რომლის მოპოვებაც შესაძლებელია ,,დანტეს” ტბილისის კომიტეტთან არსებულ სასერტიფიკაციო ცენტრში. ზემოხსენებულ ცენტრში საგამოცდო სესიები ტარდება წელიწადში ორჯერ, კერძოდ ნოემბერსა და მაისში.
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ იზრუნებს წარჩინებული კურსდამთავრებულების დასაქმებაზეც გაუწევს რა მათ რეკომუნდაციებს სხვადასხვა ინსტიტუციების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების დაკავების თვალსაზრისით.
,,დანტეს“ საზოგადოება ზემოხსენებული რეკომენდაციების მეშვეობით უკვე დაეხმარა რამოდენიმე წარჩინებულ კურსდამთავრებულს როგორც საკუთარი, ისე სხვადასხვა ინსტიტუციის მიერ გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების დაკავებაში.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ მისამართებზე:
თბილისი, კოსტავას 77,
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
ტელ./ფაქსი: (+995 32) 364937
ელ ფოსტა: info@dantetbilisi.ge
ვებ გვერდი: www.dantetbilisi.ge
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
აცხადებს მსმენელთა მიღებას
,,ბიზნეს იტალიურის“ კურსზე
დაუვიწყარი სწავლა-დასვენება იტალიაში
ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“ მსურველებს სთავაზობს სწავლას და დასვენებას იტალიის ქ. რომის, ვენეციის, ფლორენციის, ბოლონიის და სხვა ულამაზესი ქალაქის სასწავლო ცენტრებსა და საზაფხულო სკოლებში.
ზემოხსენებულ ცენტრებში გასამგზავრებლად ,,დანტეს“ საზოგადოება, თავის იტალიელ პარტნიორებთან თანამშრომლობის ფარგლებში , დაინტერესებულ პირს სთავაზობს ე. წ. ,, სრულ კულტურულ პაკეტებს“, რაც გულისხმობს როგორც მრავალფეროვანი სასწავლო კურსების გავლას (დაწყებული ენის შემსწავლელი კურსიდან, ხელოვნების და გასტრონომიის კურსით დამთავრებული), ისე მინიმუმ 15 ექსკურსიას იტალიის ულამაზეს ქალაქებში (რომი, ვენეცია, ფლორენცია , ნეაპოლი, პომპეი და სხვა). გარდა ამისა, კულტურულ-შემეცნებითი სახის ღონისძიებებს, მიღება-გაცილების ბანკეტებს დიდგვაროვანთა სასახლეებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ პროგრამებს, შინაარსიან დასვენებას (მათ შორის ზღვაზეც) და სხვა მრავალ სიურპრიზს. ნებისმიერი სასწავლო კურსის ბოლოს, გაიცემა იტალიური სერტიფიკატები და დიპლომები.
,,დანტეს“ საზოგადოება უზრუნველყოფს თქვენს გამგზავრებას იტალიაში მომსახურების სრული პაკეტის შეთავაზებით, რაც გულისხმობს : სასწავლო ვიზების მოპოვებას, საჭირო დოკუმენტაციის მოგროვება- თარგმნას, ბილეთების დაჯავშნას და სხვა სახის სერვისს.
,,დანტეს“ საზოგადოების მეშვეობით მხოლოდ ბოლო სასწავლო წელს ზემოხსენებუკლ კურსებზე სწავლა-დასვენებით უკვე ისარგებლა 34 საქართველოს მოქალაქემ, მათ შორის 4 უკვე ხელმეორედ გაემგზავრა ზემოხსენებული კურსების გასავლელად.
და ეს ყველაფერი მხოლოდ თვეში 800 ევროდ!!!
კურსის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება მიეცემათ, იტალიურ ენაზე შეიძინონ ამ კონკრეტული დარგის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ცოდნა, რათა მომავალში წარმატებით გაართვან თავი იტალიელ ტურისტებთან მუშაობას.
მოგეხსენებათ, იტალიურ ენაზე ქართული ძეგლებისა და ზოგადად, საქართველოს შესახებ ინფორმაცია მწირია. სახელმწიფო მუზეუმებსა და ნაკრძალებში კი პრაქტიკულად არ მუშაობენ იტალიურენოვანი გიდები. ის, რაც ხშირად პრობლემას უქმნის დამწყებ ექსკურსიამძღოლს კულტურის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაციის სინქრონული თარგმანისას, მდგომარეობს იმაში, რომ გიდ-თარჯიმანს არ გააჩნია ხელოვნების საფუძვლებისა და სპეციფიკური ტერმინების აუცილებელი ცოდნა, რაც წინასწარ სპეციალურ მომზადებას საჭიროებს.
კურსის ფარგლებში, გარდა ზემოხსენებული თეორიულ-პრაქტიკული ცოდნის მიწოდებისა, შევეცდებით დავეხმაროთ მსმენელებს, როგორც ზემოაღნიშნული ენობრივი ბარიერის გადალახვაში, ასევე გიდებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.
საქართველოში ტურიზმის პრიორიტეტულ სფეროდ გამოცხადებასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა სხვადასხვაენოვან გიდებზე. კურსის წარმატებით დახურვის შემთხვევაში, “დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” ამავე დროს იზრუნებს წარჩინებული სტუდენტების დასაქმებაზე სხვადასხვა ტურისტულ სააგენტოებში.
კურსზე ჩარიცხვის მსურველებს დაწვრილებითი ინფორმაციისათვის შეუძლიათ მიმართონ ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტის“ სამდივნოს შემდეგ მისამართზე: თბილისი, კოსტავას 77,
,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი“
ტელ./ფაქსი: (+995 32) 364937
ელ ფოსტა: info@dantetbilisi.ge
ვებ გვერდი: www.dantetbilisi.ge
“დანტე ალიგიერის საზოგადოება - თბილისის კომიტეტი”
აცხადებს მიღებას გიდების მოსამზადებელ ინტენსიურ კურსზე